გიორგი კვირიკაშვილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

კოტე იყო გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, დიდი პროფესიონალი, რომელიც მთელი არსით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას.

ის იყო ქართველ დიპლომატთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც წილად ხვდა მისია, მსოფლიოსთვის წარედგინა და გაეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ეს ურთულესი მისია შეასრულა ბატონმა კონსტანტინემ - მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის, მთელი საქართველოსთვის“, - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა