რომან კაკულია - საქართველო უნდა შედგეს, როგორც წარმატებული სატრანზიტო ქვეყანა

საქართველო უნდა შედგეს, როგორც წარმატებული სატრანზიტო ქვეყანა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივითა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართულ დიალოგზე - სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგი საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სატრანზიტო ფუნქციის ლოჯისტიკურ ჰაბად გადაქცევა.

"საქართველო უნდა შედგეს, როგორც წარმატებული სატრანზიტო ქვეყანა. ამის პერსპექტივა გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ კმარა. აუცილებელია თანმიმდევრულობა, ანუ ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები რამდენად მოდის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტებთან.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის ლოჯისტიკურ ჰაბად გადაქცევა. გავაკეთეთ ანალიზი თუ რა სატრანზიტო ფუნქციის დატვირთვის კორიდორებთან შევდივართ ჩვენ კონკურენციაში. როგორია მათი შემდგომი განვითარების პოტენციალი. რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ამ ფონზე, რათა ჩვენი კონკურენტუნარიანობა იყოს მაღალი ხარისხის, გაამართლოს ხარჯები და დააკმაყოფილოს ის მოლოდინები, რომელსაც ჩვენ ამ პროექტში ვდებთ.

აქედან გამომდინარე, ყველა იმ კონკრეტული გამოწვევის ანალიზი, როგორიცაა დრო, სწრაფი გადაზიდვა, პროცედურების გამჭვირვალობა, მომსახურების მაღალი კვალიფიკაცია და სხვა, არის ძალიან კონკრეტული და როდესაც ჩვენ დავინახავთ თითოეული ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ეს იქნება სწორი სტრატეგია როგორც საკანონმდებლო ყურადღების, ასევე, საზედამხედველო კუთხით ამ პროცესის მიმდინარეობაზე“, - განაცხადა კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა