ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება.

უფრო კონკრეტულად, შოაიფ შახრუდის ძე ბორზიევი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. მის შესახებ წერია, რომ ის 1994 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნოჟაის-იურტის რაიონის სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში დაიბადა. რუსეთის მიერ ბორზიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. შოაიფ ბორზიევი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. ამჟამად მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლამბეკ მაგამედის ძე სოლთახმადოვი კი 1984 წლის 7 აპრილს, ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის შალის რაიონის სოფელ მაირტუპში დაიბადა. 2015 წელს ის რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ექსტრემისტულ საქმიანობასა და ტერორიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების სიაში შეიყვანეს.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ კიდევ ერთ პირ იბრაგიმ ადაშევს, მასზე ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებულის ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ სუს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

”საერთაშორისო პარტნირების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შოიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი”,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო