სპეცოპერაციის დროს სოფელ ომალოში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ოჯახი ჩხრეკის დროს იარაღის ამოღებას უარყოფს

სპეცოპერაციის დროს სოფელ ომალოში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ოჯახი, ჩხრეკის დროს იარაღის ამოღებას უარყოფს.

"დაახლოებით 04:00 საათი იქნებოდა, კარის გაღებაც არ აცალეს ჩემს ბიჭს, ისე შემოვარდნენ. გაჩხრიკეს ყველაფერი, იარაღი ვერ ნახეს, ან სად უნდა ენახათ, ჩემი შვილს რად უნდა იარაღი, შრომობს, სოციალურად დაუცველია. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. ხელიც მოვაწერეთ, რომ არავითარი იარაღი არ ყოფილა, მხოლოდ საძილე ტომარა, ტელეფონი, ბავშვის ლეპტოპი და რაღაც დისკები წაიღეს. რა უნდათ, არაფერი ვიცით", - განაცხადა ასმათ მუთოშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს