„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ - მამუკა ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა

ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მამუკა ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის სახელზე გაგზავნილ ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნატალია ხოხიაშვილის წერილშია აღნიშნული. როგორც წერილშია ნათქვამი, ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული ორგანიზაციასთან.

InterPressNews.Ge„მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში 2016 წლის თებერვლიდან წარმოადგენდა ბატონი მამუკა ტუსკაძე, მან დღეს გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს დავების საბჭოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი დავების საბჭოს სხდომაზე დასწრების შესახებ.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მისი ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა“, - ნათქვამია ორგანიზაციის თავმჯდომარის ნატალია ხოხიაშვილის წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის