რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რიმა ბერაძე რაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ მაჟორიტარის ყურადღებასა და თანადგომას.

რიმა ბერაძე ჩუღურთელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რაიონში დაგეგმილ სასიკეთო ცვლილებებზე ესაუბრა და დაჰპირდა, რომ მომავალ წლებში თითოეული ჩუღურეთელის საცხოვრებელი გარემო და პირობები უფრო კომფორტული და ჯანსაღი იქნება, ვიდრე დღეს აქვთ.

„2018 წელს სასიკეთო ცვლილებებით ვეგებებით. ეს ქალაქს აშკარად დაეტყო. ახალ წელს ახალი გეგმებითა და იმედებით ვხვდებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სულ მალე მართლაც ვიცხოვროთ ჩვენთვის საოცნებო სიცოცხლით სავსე ქალაქში. წარმატებული და ბარაქიანი ყოფილიყოს თქვენთვის დამდეგი 2018 წელი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი