ნინო ლომჯარია - ჩვენთან გამოძიება არის ნამდვილად სუსტი რგოლი, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტებს

ჩვენთან გამოძიება არის ნამდვილად სუსტი რგოლი, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ ტიპის დარღვევების ეფექტიან გამოძიებას, რის გამოც ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს დამოუკიდებელი, ეფექტური, საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველო ამ მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებებსაც ვერ ასრულებს. “ჩვენ რომ ქვეყანაში გვქონდეს დამოუკიდებელი, ეფექტური, საგამოძებო მექანიზმი, ასეთი გადაცდომების თუ დარღვევების გამოძიებისთვის, ალბათ ჩვენ ამ რეჟიმში არ ვიქნებოდით და ამდენი კითხვა არ გვექნებოდა. დღევანდელი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ ტიპის დარღვევების ეფექტურ და ეფექტიან გამოძიებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მხრიდან 60 წინადადება გადაიგზავნა პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და არც ერთ საქმეზე არ დამდგარა რეალური შედეგი. სახელმწიფოს დავები ჰქონია სტრასბურგის სასამართლოშიც, რომელთა უმრავლესობა სამართალდამცავთა დარღვევებს შეეხებოდა და ჩვენს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომ შეიქმნა ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, თუმცა, იმ საქმეებზეც კი, სადაც სტრასბურგის სასამართლო ავალდებულებს კონკრეტული ფაქტების ეფექტურ გამოძიებას, მხოლოდ ერთ საქმეზე დადგა რეალური განაჩენი“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა