აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეცტექნიკის შესაძენად მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართება

2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც იწვევს საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს. დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: 1) http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(1).aspx, 2) http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx.

შეხვედრა შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის დღეს, 18:00 საათზე „მექანიზატორის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა