საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,DAF’’-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა