ოთარ აბესაძის დიაგნოზთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი დაიგეგმა

ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში ჩაფიძის კლინიკის დამფუძნებელი გულიკო ჩაფიძეც ჩაერთო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ჩაფიძემ აბესაძე გუშინ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში უშუალოდ ჩაერთო.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ასევე დაგეგმილია ექიმების კონსილიუმი, რომელზეც აბესაძის დიაგნოზზე უნდა იმსჯელონ.

ოთარ აბესაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა