ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა 10 სპორტსმენი, 10 მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი. დაჯლდოვდნენ ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მთელი წლის მანძლზე აშუქებდნენ სპორტულ მოვლენებსა და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებს. სპორტსმენებს საჩუქრებთან ერთად სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სპორტის მოღვაწეებს იმ ძალისხმევისთის, რომელსაც ისინი არ იშურებენ რეგიონში სპორტის განვითარებისთვის.

„ბათუმელი სპორტსმენები წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს რეგიონს არაერთი სახელოვანი ჩემპიონი სპორტსმენი აღუზრდია. ბევრმა მათგანმა კი მოიპოვა მაღალი სინჯის მედლები სხვადასხვა შეჯიბრზე. ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაცაა. თითოეულის წარმატება ნიშნავს ჩვენი კუთხისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. აჭარას, მთელ საქართველოსთან ერთად, ნამდვილად აქვს სიამაყის საბაბი. ჩვენი რეგიონის სპორტსმენთა დასამახსოვრებელი ორთაბრძოლები, საპრიზო ადგილები, ღირსეული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ასპარეზობებზე გვანიჭებს უდიდეს სიამაყის გრძნობას. მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე.

ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა