საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის პილოტირებაც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინტეგრირებული კლასის ახალ მოდელს და პილოტირების შედეგებს ექსპერტები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან ახორციელებს ინტეგრირებული კლასის სერვისის მომსახურებას. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით, ჰყავს ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებელი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლეებთან მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და სოციალიზაციის გაზრდის მიზნით.

ინტეგრირებული კლასი საქართველოს 8 საჯარო სკოლაში (თბილისის №166, №72, №41, №132, №55, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბათუმის №13 და რუსთავის №21) ფუნქციონირებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი