ავღანეთის სამთავრობო ძალებმა 24 საათის განმავლობაში 86 „ბოევიკი“, მათ შორის „თალიბანის“ 3 საველე მეთაური გაანადგურეს

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 86 „ბოევიკი“, მათ შორის რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ 3 საველე მეთაური გაანადგურეს.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Bakhtar იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, სპეცოპერაციები ჩრდილოეთში (ფარიაბის პროვინცია), სამხრეთში (ჰელმანდი, ყანდაარი, ზაბული), აღმოსავლეთში (ნანგარჰარი, ლაღმანი, ფაქთიკა) და ცენტრალურ ნაწილში (ღაზნი, ვარდაკი, უროზგანი) ჩატარდა.

ავღანეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 30-ზე მეტი მებრძოლი დაჭრილია, 7 კი დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა