მარტვილში საახალწლო ღონისძიებები გადაიდო

მარტვილში საახალწლო ღონისძიებები 7 -14 იანვრამდე გადაიდო. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას თქმით, დაგეგმილი ღონისძიებები ორი დღის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის სალომე გალდავას გამო არ ჩატარდება.

„დღეიდან უნდა დაწყებულიყო ღონისძიებები, ყველაფერი დაგეგმილი იყო, მაგრამ ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების გამო გადავდეთ. ოჯახი მარტვილის ცენტრში ცხოვრობს და ჩავთვალეთ, რომ იქ ღონისძიებების გამართვა სწორი არ იქნება“, - განაცხადა მერმა.

ახალგაზრდა გოგო თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა