სასამართლო ამ წუთებში პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დღევანდელ პროცესზე მხარეები იმ მტკიცებულებებზე იმსჯელებენ, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას ასახავს. პროცესზე ასევე, სავარაუდოდ, გამოკვლეული იქნება სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც შს სამინისტროს მტკიცებით ჩანს, რომ ზვიად რატიანი პოლიციას აგინებს.

პროცესს ესწრებიან რატიანის ახლობლები და მეგობრები, მათ შორის მწერლები.

პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რატიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა