შეიხი რამინ იდიგოვი - პირები, რომლებიც რელიგიის სახელით ჩადიან დანაშაულს, ან ძალადობას, არიან რელიგიის მოღალატეები

შეიხი რამინ იდიგოვის განცხადებით, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველების მიერ დაკავებულ 5 პირს სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირი არ იცნობს.

ამის შესახებ რამინ იდიგოვმა მუსლიმთა კავშირის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე მედიის მეშვეობით შეიტყვეს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, პრესკონფრენეციის გამართვის მიზანიც არის ის, რომ დააფიქსირონ მოსაზრება, რომ ტერორიზმსა და ძალადობას ეროვნებასთან ან რელიგიურ საფუძვლებთან კავშირი არ აქვს.

„დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ტელევიზიიდან შევიტყვეთ. რაც შეეხება ამ პროცესს, ალბათ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები აწარმოებენ საგამოძიებო საქმიანობებს, შესაბამისად, ვერანაირ შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ამ პიროვნებებთან არანაირი ნაცნობობა არ გვაკავშირებს. დღევანდელი ჩვენი განცხადების მიზანი არის ის, რომ გვინდოდა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა, რომ ტერორიზმს, ძალადობას ეროვნებასთან ან რელიგიურ საფუძვლებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მიუხედავად იმისა, სად ხდება ან სად განხორციელდება აღნიშნული ფაქტები. ამას როგორც აღვნიშნეთ, რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიგვაჩნია, რომ პირები, რომლებიც რელიგიის სახელით ჩადიან დანაშაულს, ან ძალადობას, ისინი არიან რელიგიის მოღალატეები. ისინი როგორც ქვეყნის კონსტიტუციის, ასევე ღმერთის წინაშე აგებენ პასუხს“, - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეიხმა რამინ იდიგოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს