გიორგი კახიანი - უმრავლესობა ერთიანი და ძლიერი გუნდია, არანაირი განხეთქილება არ არსებობს

უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა აღნიშნული განცხადება დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნის კონტექსტში გააკეთა და აღნიშნა, რომ ფრაქციების შექმნას ბევრი მიზეზი ჰქონდა.

"ვერსია, თითქოს რაღაც განხეთქილება იყო და ამას უკავშირდება ფრაქციების შექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. უმრავლესობა, ისე როგორც არის მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთიანი და ძლიერი გუნდია. არანაირი განხეთქილება არ არსებობს. ფრაქციების შექმნის მიზანშეწონილობა სულ სხვა იყო, ეს უფრო მოქნილს გახდის უმრავლესობას. საკმაოდ მრავალრიცხოვანია უმრავლესობა, ამ ფორმით კი პარლამენტის წევრებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ იყვნენ ჩართული ყოველდღიურ საკანონმდებლო საქმიანობაში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დამატებით ორი ფრაქციის შექმნა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა