უხუცესთა საბჭოს წევრი - ეს სპეცოპერაცია არის ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა, ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი

სოფელ დუისში, პოლიციის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას უხუცესთა საბჭოს წევრმა სოსო ქავთარაშვილმა მიმართა. "ეს სპეცოპერაცია არის ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა. ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი. მე ყველას ვიცნობ, ვიცი ვინ რას აკეთებს, ის დაკავებული ბიჭები უდანაშაულოები არიან. 19 წლის ახალგაზრდა, უწესიერესი, უდანაშაულო ბიჭი გვეცლება ხელიდან. დღეს იმიტომ არის ამდენი ხალხი შეკრებილი, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ კანონს ვემორჩილებით და არა ძალის გადამეტებას. ეს არის დაუშვებელი . მსგავსი ქმედება არ მოგვითმენია და არც მოვითმენთ", - განაცხადა სოსო ქავთარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა