”მოდულის” შენობაში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს

ე.წ. მოდულის შენობაში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ბენია ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე განუცხადა, ბრალის წაყენებასთან ერთად დაცვის მხარეს საქმის მასალები და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა.

რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ბენიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, დაკავებულის პოზიციას საზოგადოებას ბრალის წარდგენის შემდეგ გააცნობს.

სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა