ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” საზოგადოებას ახალ გეგმებს და ახალ მმართველ ბორდს გააცნობს

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” საზოგადოებას ახალ გეგმებს და ახალ მმართველ ბორდს გააცნობს. ბორდის ახალი წევრების და სამომავლომიზნების პრეზენტაცია ხვალ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება.

ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის ცნობით, ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. „იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. ბიზნესმენ ქალთა ფედერაცია დაეხმარება წევრებს კონკრეტული წინადადებების ან ინოვაციური იდეების ადვოკატირებაში და მეგზურობას გასწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. იგეგმება ბიზნეს ლიდერ ქალთა ლობის გაზრდა საკანონმდებლო დონეზე. ეტაპობრივად მოხდება ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ასპექტებში. ფედერაცია გეგმავს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ლიდერ ქალებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის საქმიანობაში ჩართვის მსურველებს ეტაპობრივად მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას. ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგება 2018 წლის პირველი თებერვლიდან“, - აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა