სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვაინ ღამით ბენზინგასამართი სადგური დაყაჩაღეს. "ინტერპესნიუსის "ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. შემთხვევის დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა