„თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას 25-წლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

„თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას 25-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. „თიბისი ბანკი“ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს 7 ათას თანამშრომელთან და 2 მილიონზე მეტ კლიენტთან ერთად ხვდება.

შემაჯამებელი პრეზენტაცია „თიბისის“ სათავო ოფისში გაიმართა, სადაც ბანკის დამფუძნებელმა და მენეჯერებმა იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც 25 წლის განმავლობაში „თიბისიმ“ გამოიარა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და ბანკის კლიენტებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი მომხმარებელია. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, იმ 7 ათას ადამიანს, რომელიც ქმნის რეგიონის ყველაზე დიდ საფინანსო ინსტიტუტს. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ის 25-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პარალელურად განვვლეთ. „თიბისი ბანკის“ ისტორია არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. ბანკი იმ დროს დაარსდა, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბანკის მენეჯერებმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და საზოგადოებას მომავლის ხედვა გაუზიარეს.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალურად იუბილისთვის გამოცემული წიგნი „თიბისი 25“, რომელშიც ბანკის ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პარალელურად არის მოთხრობილი. წიგნში შესულია საარქივო ფოტომასალა და ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დაარსების დღიდან „თიბისი ბანკის“ ისტორიაში მომხდარა.

1992 წელს დაარსებული ბანკის კაპიტალი 500 დოლარი იყო, დღეს კი „თიბისი ბანკის“ კაპიტალი 2 მილიარდ ლარამდეა. 2014 წლიდან „თიბისის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა, 2016 წლიდან კი, ის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია. 2017 წლიდან „თიბისი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 15 ბანკია წარმოდგენილი.

25 წლის თავზე „თიბისი ბანკი“ შემდეგ მნიშვნელოვან ციფრებს ასაჯაროებს: 1) 7000 თანამშრომელი; 2) 2 მილიონზე მეტი კლიენტი 3) 38.6 % დეპოზიტების ბაზრის წილი; 4) 12 მლრდ მთლიანი აქტივები ლარში; 5) 3.6 მლრდ მოზიდული რესურსი ლარში; 6) 4.1 მლრდ ბიზნესდაკრედიტება ლარში; 7) 7.7 მლრდ მთლიანი საკრედიტო პორტფელი ლარში; 8) ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 -ის ინდექსის წევრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა