GWP-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველი მოადგილე - ჩვენი მოლოდინი მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი, ვიდრე სემეკმა დაიანგარიშა

მომდევნო სატარიფო პერიოდზე, 2018 -2020 წლებისთვის, ჩვენი მოლოდინი მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი, ვიდრე სემეკმა დაიანგარიშა, - ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ სემეკის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც კომისიამ კომპანიის 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე, დღეს მოქმედი ტარიფი ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო დღევანდელ სხდომაზე სემეკმა 2018, 2019 და 2020 წლების ტარიფები დაადგინა.

"2017 წელი განსაკუთრებული იყო კომპანიისთვის, ვინაიდან ამ წელს 84 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, მომდევნო სატარიფო პერიოდზე დაგეგმილი გვაქვს, რომ განხორციელდეს 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია, რაც ისევ და ისევ მოხმარდება მომხმარებელს და ისინი მიიღებენ გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისს. რაც შეეხება შეკითხვას, ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით, მომდევნო სატარიფო პერიოდზე, 2018-2020 წლებისთვის, ჩვენი მოლოდინი მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი, ვიდრე კომისიამ გაიანგარიშა", - განაცხადა ალფაიძემ.

მისივე თქმით, ისე, როგორც 2017 წელს ჩატარდა უპრეცედენტოდ დიდი რეაბილიტაცია და ინვესტიცია, მომდევნო სატარიფო პერიოდშიც კომპანია თავის გეგმებს წარმატებით შეასრულებს.

"მიმდინარე სამუშაო სხდომების გათვალისწინებით, ჩვენ განვაცხადეთ გარკვეული სახის შენიშვნები ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ჩვენს მისაღებ შემოსავლებზე, რისი ნაწილის გათვალისწინებაც მოხდა კომისიის მიერ, თუმცა ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა", - განაცხადა ალფაიძემ.

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა