თამარ ჩუგოშვილი - მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული, ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული. ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე შეფასებით, პოლიტიკურია ის მოთხოვნები, რასაც მერაბიშვილის წარმომადგენლები აყენებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ქართულ მხარეს სანქციები, ჩუგოშვილმა განმარტა, რომ არანაირ სანქციებზე საუბარი, გამართლებული არ არის.

„არანაირ სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის. არანაირი სანქციების მოლოდინი არავის არ აქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა