საკონსტიტუციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.

რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო და სადაო ქონების საკუთრებაში გადაცემის დაუყონებლივ აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლომ კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა.

დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მოსამართლეებს გიორგი კვერენჩხილაძეს, თამაზ ცაბუტაშვილს, ირინა იმერლიშვილს და მაია კოპალეიშვილს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა