მესტიაში საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო, საახალწლო ღონისძიებები გადაიდო

მესტიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა განუცხადა, მესტიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი და მარხილით ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება მერმა მიიღო და ვფიქრობ, რომ სწორია. დიდი ტრაგედია მოხდა საკრებულოს წევრი დაიღუპა და არ არის სწორი ახლა ზეიმის მოწყობა. 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება, შვიდ იანვრამდე გადაიდო. რაც შეეხება უდედმამო ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და შშმ პირებს, მათი საახალწლო მილოცვა და დასაჩუქრება არ გადაგვიდია“, - განაცხადა ნავერიანმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში ასევე 21 წლის ქალის გარდაცვალების გამო გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა