მოსამართლის შეფასებით, ოთარ აბესაძის ადვოკატების განცხადებები სასამართლოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული

ოთარ აბესაძის ბრალდების საქმის მოსამართლის, ნინო ნაჭყებიას შეფასებით, დახურული სხდომების შემდეგ, დარბაზს გარეთ, დაცვის მხარის მიერ გაკეთებული გარკვეული კომენტარები, სასამართლოს დისკრედიტაციას და მისგან მტრის ხატის შექმნას ემსახურება მიზნად.

მოსამართლემ 26 დეკემბრის სხდომის შემდეგ დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ განცხადებები არასწორ ინფორმაციას ეფუძნება. ამასთან, ნინო ნაჭყებიას თქმით, სხდომები ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე იხურება, ვინაიდან მას არ სურს პერსონალური ინფორმაცია იყოს საჯარო, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მაინც ჟღერდება გარკვეული ინფორმაციები, რის გამოც სასამართლო პროცესი იხურება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ განმარტების გაკეთება მიწევს, დაცვის მხარისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად. მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა სასამართლო აიძულა, რომ გააკეთოს კომენტარი, სხდომების დახურვის მიზეზი რა გახდა. მიუხედავად ამისა, ყველა ტელევიზიის მეშვეობით ვისმენთ იმ ინფორმაციას, რის გამოც სხდომა არის დახურული. მე მივეცი რეკომენდაცია დაცვის მხარეს, რომ მსგავსი რამ არ განმეორებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა ცალკეული ინფორმაციების გაჟღერება, რაც, პირველ რიგში, ბრალდებულის ინტერესებში არ შედიოდა. ამ განვითარებულმა მოვლენებმა სასამართლოს შეუქმნა ერთი შთაბეჭდილება, რომ სხდომის დახურვის რეალური მიზანი, არა კონფიდენციალურობის დაცვა, არამედ დარბაზს მიღმა გარკვეული არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციების გატანა იყო, რაც საზოგადოებისა და პირველ რიგში, ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. ეს იწვევს ლეგიტიმურ აღშფოთებას და ნუ გაგიკვირდებათ. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ინფორმაციები მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ და მისგან მტრის ხატის შექმნისკენ", -აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლის აღნიშნულ განმარტებას, მასსა და დაცის მხარეს შორის კამათი მოჰყვა. ადვოკატების მტკიცებით, მათი არც ერთი განცხადება არა შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც რეალობასაა მოკლებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო