კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ხსოვნას მისმა კოლეგებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დახვდნენ და ქართველი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დიპლომატის კოლეგებმა და ახლობლებმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უწყების თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. 2013 წლიდან დღემდე იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ეკავა ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია, საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში, 1995-1998 წწ-ში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გახლდათ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობა. ღვაწლმოსილ ქართველ დიპლომატს 2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაკრძალავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა