თამარ ჩუგოშვილი - მიმდინარე წელს ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა, მთავარ გამოწვევად რჩება დასაქმება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სოციალური პრობლემები

პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის აზრით, 2018 წლისთვის ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება დასაქმება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სოციალური პრობლემები.

მიუხედავად ამისა, ჩუგოშვილის შეფასებით, მიმდინარე წელს ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა, რომელთა შორის მთავარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთნხმება იყო.

„ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს შესაბამისი საჯარო მოხელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ და წელს ჩვენი მოქალაქეები უკვე უვიზოდ გადაადგილდებიან შენგენის ზონაში, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა წლევანდელ წელს.

გამოვყოფდი ასევე საკონსტიტუციო რეფორმას. ჩვენ გადავდივართ სრულყოფილ საპარლამენტო სისტემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოსთვის.

იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეფასდა, როგორც მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით. ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ კარგი შედეგებით დასრულდა, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ჩვენი პარტიისთვის, მაგრამ ზოგადადაც.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით. კერძოდ, ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა მცირე მთავრობისკენ, სამინისტროების შერწყმისკენ, რაც ემსახურება მართვის ოპტიმიზაციას, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ოპტიმიზაციას.

წელს ასევე საქართველოში ჩატარდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ზოგადად საერთშორისო თანამშრომლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვქონდა.

ასევე, ალბათ, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნაკლები იყო დაგეგმილი წლის დასაწყისში, მაგრამ უკეთესი შედეგებით დავასრულეთ წელი, ზრდა ტურიზმის კუთხით, ექსპორტის კუთხით და ა.შ.“, - განაცხადა ჩუგოშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ასეთად რჩება დასაქმების თემა, კიდევ უფრო სრაფი ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა და სოციალური პრობლემები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა