თბილისის საკრებულოს წევრებმა დღის ცენტრების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

საკრებულოს წევრებმა დღის ცენტრების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღის ცენტრების- ა(ა)იპ ,,ახალი ნაბიჯები“ და ,,ბეღურები’’ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ საკვები პროდუქტები, ტკბილეული, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი და საახალწლო ნობათი გადასცეს.

თავის მხრივ, დღის ცენტრების აღსაზრდელებმა სტუმრებს სპექტაკლი წარმოუდგინეს. ბავშვებმა დღესვე საახალწლო კონცერტიც გამართეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ამავე კომისიის ინიციატივით ორი ცენტრი შეირჩა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავს აქციებს ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც გაგრძელდება.

საკრებულოს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში საახალწლო საჩუქრები დღეს სულ 143 ბენეფიციარს გადაეცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი