მთავარმა პროკურატურამ ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოციალური საწარმო „სტუდიო 47“-ის მიერ ახალი წლის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ნივთები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვები მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ნივთებს და აქსესუარებს ამზადებენ. ღონისძიებაზე ასევე ბავშვებმა კონცერტი გამართეს და პროკურატურის თანამშრომლებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ბავშვების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა ახალი მასალების შეძენას, ბავშვების გადამზადებას და მათ დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მსგავსი სახის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას სექტემბერშიც უმასპინძლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა