ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, დინამიკა არ ვლინდება

პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა - ისეთივეა როგორიც იყო შემოსვლისას, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

“არანაირი დინამიკა არ ვლინდება, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. კონსულტირებულია სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება უცხო ქვეყნებიდან ექიმების მოწვევას ან პაციენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხს, ექიმის განმარტებით, კლინიკა მზადაა, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს.

“ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება. გვყავს ყველა საჭირო სპეციალისტი. გვაქვს ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა იმისათვის, რომ ვმართოთ ასეთი მძიმე პაციენტები, თუმცა თუ იქნება ოჯახის წევრების სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ყველა სახის დახმარების აღმოსაჩენად”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უცხოეთიდან ექიმის მოწვევას ან მის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა