ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

28 დეკემბერს „მესაზღვრეებმა“ ერთი პირი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იონჩას მახლობლად დააკავეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მკვიდრი, 1953 წელს დაბადებული ზურაბ ჟღენტი აღმოჩნდა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავების ფაქტის გარშემო მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე, შესაძლოა, ე.წ. სასამართლოს გადაეცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა