რუსთავის მერმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული პოლიციელი მოინახულა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული პოლიციელი მოინახულა.

დაშავებული პოლიციელი მიხეილ ბოკელავაძე მკურნალობის კურსს სახლში გადის.

ქალაქის მერი მას სახლში, რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროს თამაზ მეშველაშვილთან ერთად ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ოჯახს სააახალწლო ნობათი გადასცა.

რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელ მიხეილ ბოკელავაძეს 9 დეკემბერს, ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უცნობმა პირმა თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. დაშავებული, თავდაპირველად კლინიკა ,,რუსთავში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი ოჯახის წევრების მოთხოვნით, თბილისში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა