ირაკლი ტაბაღუამ სამი რუსთაველი ბავშვი ქალაქისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისა და მზრუნველობისთვის დაასაჩუქრა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამი რუსთაველი ბავშვი ქალაქისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისა და მზრუნველობისთვის დაასაჩუქრა. რუსთავის მერმა გიორგი ბერიანიძე, გიორგი ჩიქობავადა ირაკლი ჯანელიძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან “საახალწლო სოფელში“ მიიწვია ფეხბურთის ბურთები, სპორტული მაისურები და ტკბილეული გადასცა.

ირაკლი ტაბაღუამ ,,საახალწლო სოფელში“ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ რუსთაველებს თავად უამბო, თუ რა ვითარებაში შედგა მისი და ამ პატარა ბიჭების ნაცნობობა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მოზარდებმა რამდენიმე კვირის წინ, შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ქალაქის მერთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების დასუფთავების აქციაში. რუსთავის ცენტრალურ მოედანზე “საახალწლო სოფელში“ საზეიმო ღონისძიებები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მერიის მიმდებარე ტერიტორია საახალწლო დეკორაციებითა და ილუმინაციებით არის მორთული, ბავშვებისათვის გაიმართა კონცერტი, კინოჩვენება, საცირკო წარმოდგენა, 20:00 საათზე კი ,,გროს ოქტეტისა“ და ჯგუფ ,,მენზურას“ კონცერტი დაიწყება. „საახალწლო სოფელში“ პატარებს სანტა კლაუსი მასპინძლობს და მათ საჩუქრებს ურიგებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა