დონალდ ტრამპი - სოციალურ ქსელებს იმიტომ ვიყენებ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა არაკეთილსინდისიერ პრესას ვებრძოლო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სოციალურ მედიას რეგულარულად იმიტომ იყენებს, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, ”მატყუარა მედიას დაუპირისპირდეს”. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„მე სოციალურ ქსელებს იმიტომ კი არ ვიყენებ, რომ მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა არაკეთილსინდისიერ პრესას ვებრძოლო, რომელსაც ხშირად მატყუარა მედიას უწოდებენ. ისინი სულ უფრო ხშირად იყენებენ არარსებულ წყაროებს, ბევრი სტატია და მასალა მონაგონია“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებს, განსაკუთრებით კი ტელეარხ CNN-ს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს