“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ.

ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა, ყველა აქ მყოფ ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მთელს საქართველოს, რაც შეიძლება, ნაკლები პატიმრის ყოლა ვუსურვო“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს ანსამბლის წევრებს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

"ქართული ხმების" წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონიძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. მსჯავრდებულებს კი საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა