სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდაა

პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განუცხადა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით, არ არის. მან შვილი დღეს, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მაჩალიკაშვილი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ გვინდა სხვა ქვეყანაში გადაყვანა ან ექიმების მოწვევა, მაგრამ ამ მხრივაც ჯერ არაფერი სიახლე არ გვაქვს“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახი დაჭრილის გერმანიაში ან თურქეთში გადაყვანას აპირებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება არ შეიძლება.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

იხილეთ ვიდეო: ”როგორია პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა