”ვიზეარში” აცხადებენ, რომ ლარნაკას აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე

კომპანია ”ვიზეარის” განმარტებით, ლარნაკას აეროპორტიდან ქუთაისში მომავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

”2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდა.

მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითაც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

მგზავრები გადაიხდიან ფრენის შეცვლის საფასურს და სხვაობას გასული და მომდევნო რეისის ბილეთს შორის, თუკი ასეთი იქნება. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ”ვიზეარი” შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 9 მოქალაქემ, 20 საათი ლარნაკას აეროპორტში გაატარა და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდებიან სამშობლოში. მათი თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა