ნიკი ჰეილი ჩრდილოეთ კორეაზე - ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის თავზეხელაღებული რეჟიმი

ჩრდილოეთ კორეას შეუძლია იმასთან აწარმოოს მოლაპარაკებები, ვისთანაც ისურვებს, მაგრამ მის ცნობას ან აღიარებას შეერთებული შტატები არ აპირებს მანამ, სანამ ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვიან. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან თავზეხელაღებული რეჟიმი, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ და აღნიშნა, რომ მხოლოდ მაშინ მიანიჭებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებებს სერიოზულ მნიშვნელობას, როცა ეს უკანასკნელი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის.

ჰეილის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აპირებს კიდევ ერთი რაკეტის გაშვებას, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„იმედი მაქვს ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ჩვენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა