2017 წელს დანიას თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით 3 500 ადამიანმა მიმართა

2017 წელს დანიას თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით 3 500 ადამიანმა მიმართა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2 400 იყო, - ამის შესახებ დანიის საიმიგრაციო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა დანიამ 2015 წელს მიიღო - მათი რიცხვი ჯამურად 21 316-ს შეადგენდა, ხოლო ერთი წლით ადრე დანიამ 14 792 მიგრანტი მიიღო. მიგრანტთა ნაკადმა 2015 წელს მას შემდეგ იკლო, რაც ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების წესები გამკაცრდა.

პრესისთვის განკუთვნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის შემდეგ ქვეყანამ 67 რეგულაცია მიიღო მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად, ასევე, იმათთან მუშაობის მოსაწესრიგებლად, ვინც უკვე დანიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამ ზომებს შორის არის 2016 წელს დროებით სასაზღვრო კონტროლის შემოღება შენგენის ქვეყნებთან. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე გაახანგრძლივეს და 2018 წლის 12 მაისამდე მოქმედებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიგრანტების რაოდენობის შემცირებაში თავისი როლი ითამაშა თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებამაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა