მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს, ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ

ძალიან გთხოვთ, ახმედ ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. იგი მისი შვილის ახმედ ჩატაევთან კავშირსა და ნაცნობობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი გაიხსენა, რა დროსაც მისი შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა. მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა შეცდომები დაუშვეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, სიმართლის დასამტკიცებლად ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. „დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ვითარება, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს. ვინც ესროლა და გასცა ეს ბრძანება, ისინი სამუდამო პატიმრობით უნდა გასამართლდნენ. ხელყუმბარის გადაღების საშუალება საიდან მომეცემოდა, როცა იმ დროს ტელეფონი და საერთოდ ყველაფერი ჩამორთმეული მქონდა. ხელყუმბარა იყო საძინებელში, კუთხეში, რომ შევიხედე, საწოლი მთლიანად სისხლიანი იყო, ასევე სისხლიანი იყო ზეწრები, გადასაფარებლები და ის ტელეფონიც, რომელიც თემირლანს ხელში ეჭირა სროლის დროს. რომ მითხრეს, ხელყუმბარა უნდა გაეხსნაო, ვიკითხე, სად არის ხელყუმბარა-მეთქი. მივიხედე და კუთხეში იდო. ხელყუმბარაზე სისხლი ვერ შევნიშნე. ამ დროს კითხვა დავსვი, ტელეფონზე სისხლია და ხელყუმბარაზე არა-მეთქი? მაგათ იმ დღიდანვე უცნაური შეცდომები დაუშვეს. ამას დავამტკიცებ და ეს პირველივე დღეს ვთქვი. ჩემი შვილის უდანაშაულობას დავამტკიცებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა