დონალდ ტრამპი - პატივისცემა ირანელ ხალხს, თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ

ამერიკა შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„პატივისცემა ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს უარი თქვას კორუმპირებულ მთავრობაზე. თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ შესაბამის დროს!“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი