ზიგმარ გაბრიელი - აუცილებელია დონბასის მთელ ტერიტორიაზე არსებობდეს გაერო-ს ძლიერი და შეიარაღებული მისია

გაერო-ს სამშვიდობო მისია უნდა გავრცელდეს უკრაინის მთელ აღმოსავლეთ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ იმ ხაზზე, სადაც უშუალო შეხება აქვს უკრაინის მხარეს სეპარატისტებთან. მიზანი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრების უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ კიევში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გერმანია ამ საკითხს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე დააყენებს.

„აუცილებელია დონბასის მთელ ტერიტორიაზე არსებობდეს გაერო-ს ძლიერი და შეიარაღებული მისია. ჩვენ ჩვენს ფრანგ კოლეგებთან, ასევე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ყველა დანარჩენ წევრთან ერთად შევეცდებით დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისია დავნერგოთ“, - განაცხადა გაბრიელმა.

მისი თქმით, დონბასში ასეთი მისიის შემოღებისთვის აუცილებელი პირობა ზავის გაგრძელება და მძიმე ტექნიკის გაყვანა იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა