შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია და ერთი ტურისტი თოვლში ჩარჩა.

უწყების ცნობით, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი პირი, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა, ჯერ უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ხოლო შემდგომ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტ „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი 1 პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა