აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა, პროცესი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მისივე თქმით, დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების, მესაზღვრეების დაკითხვა.

ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ამოიწურება ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა, ამის შემდეგ დაიწყება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის სასამართლოს წინაშე ჩვენებას მისცემს თავად მუხთარლი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი