ეკა ბესელია სააკაშვილის განაჩენზე - ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა

სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის კომენტირებისას განაცხადა.

"სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებებს. მეორე - შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც თავის დროზე იმსჯელა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებებთან ერთად, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა შეწყალების აქტის პოლიტიკურ შინაარსზე. ეს აქტიც განხილულია ევროსასამართლოს მიერ იმ კონტექსტში, რომ პრეზიდენტი, სასამართლო, პროკურატურა, გამოძიება - ყველა ერთხმად, შეთანხმებულად მუშაობდა ამ უდანაშუალო ახალგაზრდა ადამიანის წინააღმდეგ, რომ არ მომხდარიყო ამ საქმის ობიექტური გამოძიება. შეწყალების აქტზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის საუბარი და ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რაც კონსტიტუციით არსებობს, ამიტომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილების მიზანს. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და ბუნებრივია, სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა, გარდა სასამართლოსი", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეკა ბესელიას განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა იყო და მისი ნებისმიერი დაცვის არგუმენტი ბუნებრივია, ამ შინაარით შემოსაზღვრული იქნება.

"როდესაც სასამართლო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, უნდა ვნახოთ, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ფაქტები, მტკიცებულებები და როგორც გითხარით, აქ არა მხოლოდ შიდა ეროვნულმა სასამართლომ იმსჯელა ამ ფაქტზე, უფრო ადრე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყურადღებაც მიიპყრო ამ გადაწყვეტილებამ", - განაცხადა ბესელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა