სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

4 იანვარს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“ 11 281 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ტ.მ-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - ყელსაბამი 61ც, სამაჯური 5ც, საერთო წონით -177.5 გრამი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11281,90 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11281,90 ლარის ოდენობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა