თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მუშაობას რამდენიმე საათში დაიწყებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა განუცხადა, ის თბილისიდან პანკისის ხეობაში უკვე გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა