რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა (ENA) ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის: ,,საჯარო მმართველობა და საერთაშორისო ურთიერთობები” განხორციელებას იწყებენ.

რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სწავლის ხანგრძლივობა 10 თვეა და კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ,ENA’-სა და სორბონის უნივერსიტეტის (Université Paris I – Panthéon-Sorbonne) მაგისტრის შესაბამისი აკადემიური ხარისხი და დიპლომი (MASTER 2).

სასწავლო კურსი განკუთვნილია ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეებისა და მაგისტრატურის პირველკურსდამთავრებულებისათვის. პროგრამა ამზადებს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შეძლებენ, როგორც თავისი ქვეყნის პოლიტიკური და საჯარო პროცესების წარმატებით მართვას, ისე სართაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ფრანგული ენის გაღრმავების მოდულსაც.

პროგრამა, გარდა თეორიული მოდულებისა, სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული მეცადინეობების ციკლს პარიზისა და ევროკავშირის ქვეყნების წამყვან სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, რომელსაც ცნობილი ექსპერტები და მაღალი რანგის მოხელეები, ევროპელი და ფრანგი კონსულტანტები უძღვებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა